აზერბაიჯანში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან არსებული რესპუბლიკური სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა შამახის რაიონში, პირგულუს სადგურიდან სამხრეთ-დასავლეთით 14 კილომეტრში დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი 45 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. ბუნებრივი მოვლენა არ იგრძნობოდა.