აფხაზეთის მთავრობამ მორიგი სხდომა გამართა და 2025 წლის გეგმები განიხილა. იმსჯელეს პროგრამებზე, რომლებიც დევნილთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.
მომავალ წელს აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტი, განათლების, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებები იქნება.
დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა.