საქართველოში სიტყვის თავისუფლების დაცვის შესახებ სტუდენტები დღეიდან პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის - მათ შორის თბილისის სახელმწიფო, ილიას, კავკასიისა და შავი ზღვის უნივერსიტეტების სტუდენტები ამბობენ, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თავს ვალდებულად თვლიან გამოხატონ მკაფიო პოზიცია მედიასივრცეში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ისინი მოუწოდებენ ხელისუფელბას თავი შეიკავოს რაიმე ფორმით მედიის შეზღუდვისაგან.