17 დეკემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"ბადრი ჯაფარიძის იურისტი ნამდვილად ვარ, ასევე ბევრი სხვა კლიენტის, მაგრამ ამას აქციებთან არავითარი კავშირი არ აქვს" - ადვოკატი ქეთევან ქვარცხავა

20 დეკემბერს თბილისში ადვოკატებისა და იურისტების მსვლელობა იგეგმება - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აქციას ორგანიზებას ადვოკატი ქეთი ქვარცხავა უწევს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პარტია "ლელოს" დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის საქმეში იყო ჩართული, როდესაც ანტიკორუფციული ბიურო ჯაფარიძეს პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული თანხების წარმომავლობაზე ედავებოდა.

ქეთი ქვარცხავა ადასტურებს, რომ ის ბადრი ჯაფარიძის იურისტია, თუმცა აცხადებს, რომ არ არის დაგეგმილი აქციის ორგანიზატორი და ის მხოლოდ პროტესტის მონაწილეა.

"ბადრი ჯაფარიძის იურისტი ნამდვილად ვარ, დღესაც ვარ, ასევე ბევრი სხვა კლიენტის, მაგრამ ამას აქციებთან არავითარი კავშირი არ აქვს. აქციაზე ვიყავი სამჯერ, სამწუხაროდ ვერ მოვიცალე უფრო ხშირად მივსულიყავი. ადვოკატების პროტესტს, აქციას რაც შეეხება, ეს იყო სიფა-ს და სხვა ადვოკატების ორგანიზებით, ორგანიზებითაც არა მოწოდებით მხოლოდ და თუ მოწოდებას რამე უარყოფით კონტექსტად აღიქვამთ და ადამიანს უკვე აღარ აქვს ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, კი ბატონო", - აცხადებს ადვოკატი ქეთევან ქვარცხავა.

დღის ამბები