უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კაია კალასის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ხელისუფლებისთვის განკუთვნილი დაფინანსება გადამისამართდება სამოქალაქო საზოგადოებისკენ, დამოუკიდებელი მედიებისა და ქართველი ხალხისკენ.
მდინარაძის განმარტებით, ამ განცხადების ქვეტექსტი არის ის, რომ საქართველოში აგენტურა უნდა გაძლიერდეს.
"აგენტურა უნდა გაძლიერდეს საქართველოში, რადგან ისინი არიან ჯგუფები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს ხელისუფლების ცვლილებას არეულობის, რევოლუციის და ქაოსის გზით. ეს არის ამ გზავნილის ქვეტექსტი და "ნაცები", მათ სატელიტი პარტიები საქართველოში და მათი პატრონები უკმაყოფილოები არიან იმ შედეგებით, რაც მდიდარმა ენჯეო სექტორმა და აგენტურამ დადო. ამიტომ, შიგნით უჯავრდებიან თავიანთ ჟურნალისტებს, აპირებენ ტელევიზიების დახურვას, აპირებენ ენჯეო სექტორის, მათი წარმომადგენლების გაძლიერებას, რათა მომავალში იყოს უზრუნველყოფილი ჯაშუშების სიძლიერე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.