17 დეკემბერი 2024,   20:50
ვრცლად
"ვინც პატივს სცემს საქართველოს, ქართველი ხალხის არჩევანს, იმას ლანძღავენ პირველ რიგში" - მამუკა მდინარაძე

"ვინც პატივს სცემს საქართველოს, მის არჩევანს, ქართველი ხალხის არჩევანს, იმას ლანძღავენ პირველ რიგში. ერთი ქვეყანა იყო, რომელიც მხარს გვიჭერდა, შემდეგ გახდა ორი, ორივეს ლანძღავდნენ, ახლა გახდა ხუთი, ეს ნიშნავს, რომ სადაც შეუძლიათ, მიიღონ ყოველგვარი კონტროლის გარეშე აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ის ქვეყნები თამამად უჭერენ მხარს სიმართლეს," – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია პრორუსს უწოდებს მათ, ვინც საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ ღონისძიებებს მხარი არ დაუჭირეს. 

"ოპოზიცია არ ჰქვიათ ამათ, ამათ ჰქვიათ ჯაშუშები. კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავის თავი. ლანძღავენ ვიღაცას, პრორუსს უწოდებენ იმიტომ, რომ საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ ღონისძიებებს მხარი არ დაუჭირეს.

გახსოვთ ალბათ, რამდენიმე თვის წინ დაიწყო უნგრეთის ლანძღვა მათი მხრიდან. ანუ, ვინც პატივს სცემს საქართველოს, მის არჩევანს, ქართველი ხალხის არჩევანს, იმას ლანძღავენ პირველ რიგში. ერთი ქვეყანა იყო, რომელიც მხარს გვიჭერდა, შემდეგ გახდა ორი, ორივეს ლანძღავდნენ, ახლა გახდა ხუთი, ეს ნიშნავს, რომ სადაც შეუძლიათ მიიღონ ყოველგვარი კონტროლის გარეშე აბსოლუტურად დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ის ქვეყნები თამამად უჭერენ მხარს სიმართლეს.

არ ვამბობ, რომ დანარჩენ 22 ქვეყანაში აბსოლუტურად ბოლომდეა დაქვემდებარებული ყველაფერი რაღაც კონტროლს და გავლენებს, მაგრამ ვიღაც თავს იკავებს საპირისპირო პოზიციის დაფიქსირებისგან, მაგალითად ბალტიის ქვეყნები აგრესიულები არიან. სადაც ყველაზე ნაკლებია დამოუკიდებლობის ხარისხი, იმ მმართველობის პირობებში, რომლებიც დღეს მართავენ ამ ქვეყნებს, ისინი არიან უფრო მძაფრად და რადიკალურად განწყობილები საქართველოს და ქართველი ხალხის არჩევანის მიმართ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

 

 

 

დღის ამბები