20 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
"ჩვენ დავიცავთ კომპანიას, თუ უნდა ისროლონ, გვესროლონ ჩვენ," - ნიკა გვარამია

"ჩვენ დავიცავთ კომპანიას. თუ უნდა ისროლონ, გვესროლონ ჩვენ," - ეს განცხადება რუსთავი2-ის თანამშრომლების სახელით ნიკა გვარამიამ გააკეთა. გენერალური დირექტორი მიმართავს მოქალაქეებს და აცხადებს, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სამაუწყებლო კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას შეკრებილ მხარდამჭერებზე. რუსთავი 2 არ მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან რუსთავი 2.

"დარწმუნებული ვიყავი აქამდე, რომ საქართველოს ხელისუფლება წითელ ხაზებს არ გადაკვეთდა, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს რწმენა შემირყია. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი დაგვპირდა, რომ ჩვენი უსაფრთხოება
იქნება დაცული მისი არ მჯერა. ის არათანმიმდევრულია და ხშირად ცრუობს. ჩვენ დღეიდან ვიღებთ შემდეგ გადაწყვეტილებას. ჩვენ თვითონ დავიცავთ კომპანიას ბოლომდე. ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ჩვენს დასაცავად მოსული ადამიანების უსაფრთხოებაზე. ჩვენ არ გვაქვს ამის კომპეტენცია.

ვერავის ვერ მივცემთ გარანტიას, რომ ვინმე არ იქნება პროვოკატორი და არ მოინდომებს პროცესების ისე წარმართვა როგორც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას სურს ან ხელისუფლებას. არ გამოვრიცხავთ რომ ასეთი პროვოკატორები ჩვენს შიგნითად იყვნენ.

ჩვენ პროცესებს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ. ვიხსნით პასუხისმგებლობას ამ პროცესებზე არ მოვუწოდებთ არავის დაიცვას რუსთავი2. დღეს მოვლენები შეიცვალა და ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ. ჩვენ დავიცავთ სიტყვის თავისუფლებას ჩვენი ძალებით.

მთავრობამ კეთილი ინებოს და დაიცვას ქვეყანაში მშვიდობა. თუ დასაცავი გახდება კომპანია ჩვენ დავიცავთ კომპანიას, თუ უნდა ისროლონ ტყვია გვესროლონ ჩვენ,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

დღის ამბები