20 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
გადათხრილი და მიტოვებული დედაქალაქი – დავით ნარმანია თბილისელებს ბოდიშს უხდის

ბოდიში დავით ნარმანიამ მოქალაქეებს იმ დისკომფორტისთვის მოუხადა, რასაც დედაქალაქის მცხოვრებლები ტბილისის ქუჩებში გადაადგილების დროს განიცდიან. გზების სარემონტო სამუშაოები დაახლოებით ერთი თვის წინ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ერთდროულად დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. სამანქანო გზის საკმაოდ დიდი მონაკვეთები გადაკეტილია. საცობებისა გამო თითქმის მთელი დღის განმავლობაში გადაადგილება შეუძლებელი ხდება.

დავით ნარმანიამ დღეს იმ საგზაო კომპანიების ბრალეულობაზე ისაუბრა, რომლებმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვეს. მათ შორის არის კომპანია არენა მშენი, რომლის მფლობელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გიორგაძე იყო. დღეს კი კომპანიის დირექტორი მისი ძმა გურამ გიორგაძეა. უცნობია დავით ნარმანიას კრიტიკა ეხებოდა თუ არა ამ კომპანიის მუშაობასაც.

თბილსის მერის განმარტება გაჭიანურებულ სამუშაოებზე მიუღებელია საკრებულოს ოპოზიციისთვის. საკრებულოს უმრავლესობამ ამ თემაზე დღეს საუბარი არ ისურვა.

ავტორი: ეკა გაგუა.

დღის ამბები