20 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
რუსთავში 300-მდე მძღოლი გაიფიცა - ისინი დღიური გადასახადის შემცირებას ითხოვენ

ქალაქ რუსთავში 300-მდე სამარშუტო ხაზის მძღოლი დღიური გადასახადის შემცირების მოთხოვნით გაიფიცა.

პროტესტი წინა დღეს გეგმის შეუსრულებლობის გამო მომხდარ ინცინდენტს მოყვა, რომელიც მძღოლის ფიზიკური შეურაცყოფით დასრულდა. დღეს დილიდან კი გაფიცვა დღიური გეგმიური გადასახადის 65-დან 45 ლარამდე დაწევის მოთხოვნით დაიწყო.

ინტერტრანსის ერთერთი ხელმძღვანელი პირი კომპანიაში მომხდარ ინცინდენტს ადასტურებს, თუმცა განმარტავს რომ პიროვნება რომელიც მძღოლს ხელით შეეხო ის მათი თანამშრომელი არ იყო.

მას შემდეგ რაც მძღოლებმა თბილისის მიმართულებით არც ერთი რეისი არ შეისრულეს, კომპანია იძულებული გახდა მოლაპარაკებები დაეწყო.

რუსთავის მერის განმარტებით თუ მძღოლები გაფიცვას არ შეწყვეტენ იძულებული იქნება მოსახლეობას ალტერნატიული ტრანსპორტი შესთავაზოს.

მძღოლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას მოლაპარაკებაზე 10 პუნქტიანი მოთხოვნების სია შეუტანა.

 

ავტორები: მარიკა გოცირიძე, ირაკლი კუპატაძე, ქეთევან ჯაფარიძე

დღის ამბები