26 მარტი 2025,   22:50
ვრცლად
უნგრეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია - ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს - მაკა ბოჭორიშვილი
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. მაკა ბოჭორიშვილი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ორმხრივი თანამშრომლობის, საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის საკითხები. სწორედ სიიარტოს მიწვევით იმყოფება საქართველოს პირველი დიპლომატი ბუდაპეშტში.

      უნგრეთის დედაქალაქში ახლა ამბასადორიალი იწყება, რომლის პარალელურადაც, სულ რამდენიმე წუთში საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

      "უნგრეთი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელიც ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს. დაკავშირებადობასთან დაკავშირებით ენერგეტიკული პროექტები და ის თანამშრომლობა, რომელიც არის მრავალმხრივ ფორმატში უნგრეთის მონაწილეობით საქართველოსთან, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ამბიციური გეგმებიდან და როლიდან გამომდინარე, რაც საქართველოს სურს ითამაშოს და აქვს შესაძლებლობა ითამაშოს დაკავშირებადობის კუთხით. მადლიერი ვართ უნგრეთის პოზიციონირებასთან დაკავშირებით, რასაც ის ახორციელებს ევროკავშირის შიგნით მაშინ, როდესაც საქმე ეხება იმ უსამართლო კრიტიკას და ნაბიჯებს, რომელიც იდგმება რიგი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. ჩემთვის, ერთი რომ პატივია და სასიამოვნოა, რომ ვარ აქ და სწორედ უნგრული დიპლომატიის ნაწილიც არის საქართველოს და საქართველოს მხარდაჭერის საკითხი და პირადად მექნება შესაძლებლობა ელჩებთან მქონდეს საუბარი იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც არის საქართველოსთვის საყურადღებო", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.

       

      ავტორი: ნანა გოგატაძე

      დღის ამბები
      მეტი