20 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
ომბუდსმენი ადვოკატზე მოძალადე პირების სასწრაფოდ დასჯას ითხოვს - სახალხო დამცველი პროკურატურას მიმართავს

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ, ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიოს ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი და გამოავლინოს დამნაშავე პირები.

ომბუცმენი ასევე ეხმიანება შინაგან საქმეთა სამინიტსროს გენერალური ინსპექციის მიერ ამ ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას და მიაჩნია, რომ პოლიციელის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის მიმართ, გამოძიება პროკურატურამ უნდა წარმართოს და საგამოძიებო მოქმედებებიც ამ უწყებამ უნდა ჩაატაროს.

სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის იმავე უწყების მიერ გამოძიება, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

ადვოკატების მტკიცებით, მდინარაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, ვაკე-საბურთალოს პოლციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა ცემეს.

დღის ამბები