20 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
ყაზბეგში იუსტიციის სახლი გაიხსნა

400-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება დღეიდან ყაზბეგშიც იქნება შესაძლებელი. იუსტიციის სახლი ყაზბეგში უკვე გახსნილია. ყაზბეგის იუსტიციის სახლი საზეიმოდ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გახსნა. იუსტიციის სახლის მშენებლობის ინიციატივა სწორედ მას ეკუთვნის. ინიციატივის მიზანი მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობისათვის სწრაფი და კომფორტული სახელმწიფო სერვისების შეთავაზებაა, რათა 400-მდე მომსახურების მიღება ყაზბეგელებისთვისაც ისეთივე მარტივი და კომფორტული იყოს, როგორიც საქართველოს დიდ ქალაქებში მცხოვრებთათვის არის. 

 

დღის ამბები