ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 31 ოქტომბერს შუალედური არჩევნების დღეს დარღვევის შემთხვევები გამოვლინა. მათ შორის, ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მაღალი ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში და უშუალოდ არჩევნების დღეს, ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპოზიციური კანდიდატის მომხრეთა პროვოკაციული ქმედებები, ასევე, სამართალდამცველთა პასიურობა და არაეფექტური რეაგირება.
არასამთავრობოების შეფასებით, მსგავსი ფაქტები ადასტურებენ, რომ აუცილებელია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო რეფორმის განხორციელება და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა, ასევე უნდა დარეგულირდეს სპეციალური უბნების შექმნის საკითხი.