არასთავრობო ორგანიზაციები ბიძინა ივანიშვილს პასუხობენ. სამოქალაქო სექტორის წევრები ყოფილ პრემიერს მათი მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებენ.
როგორც ცნობილია, დღეს მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
"თუ კი რომელიმე ორგანიზაცია, ან რომელიმე აქტორი აბინძურებს საქართველოში სამოქალაქო სექტორს, ეს ძირითადად არის არაფორმალური მმართველი, რომელიც სერიოზულ პრობლემებს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას", – აცხადებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე.
კონსტიტუციის 42-ე მუხლი-ს იურისტს დიმიტრი ხაჩიძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროკომისარი, სამოქალაქო სექტორის ასეთი ფორმით კრიტიკა, ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და მის დემოკრატიულ განვითარებას.