ადვოკატები პროტესტისთვის ემზადებიან. ისინი არ განახორციელებენ სავალდებოლო დაცვას თუ დროულად და ობიექტურად არ გამოიძიებენ ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე განხორციელებული ძალადობის ფაქტს, რომელიც საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში მოხდა.
ამ განცხადებით ირუდიული დახმარების საბჭო პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. ისინი მოუწოდებენ დავით უსუფაშვილს გამოიყენოს ყველა რესურსი, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად გამოძიონ ეს საქმე და დამნაშავე პოლიციელები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.
ირუიდიული დახმარების საბჭოს შეფასებით, ამ დრომდე არ განხორციელებულა ეფექტური გამოძიება და არ არიან დაკავებული სავარაუდო დამნაშავე პირები.