"მოსახლეობა ღარიბდება მერია ადმინისტრაციისა და გამგეობის თანამშრომელთა ხელფასებს ზრდის," - ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელმა და საკრებულოს წევრმა თამარ ცინცაბაძემ გააკეთა. ცინცაბაძე ამბობს, რომ ის თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს.
"გაზრდილი არის მერიის დამინისტრაციისა და გამგეობის თანამშრომელთა ხელფასები რაც ჯამურად 3,4 მილიონს შეადგენს. ეს ყველაფერი ხდება მაშინ როცა მოსახლეობის უდიდესი რაოდენობის მდგომარეობა უარესდება," - აცხადებს გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრი თამარ ცინცაბაძე.
თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი მიუღებელია საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატისთვისაც. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტი ცუდად არის შედგენილი. ესლიაშვილი ორ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას.
პირველი ელისაშვილი ამბობს, რომ დედაქალაქში 2000 ავარიული შენობაა და მის გასამაგრებლად 19 მილიონია გამოყოფილი. ასევე ელისაშვილისთვის გაუგებარია პუშკინის ქუჩის პროექტი რომელიც წელს უნდა განხორციელებულიყო და არ განხორციელდა.
"წელს რაც უნდა გაკეთებულიყო, წელსაც წერია, რომ იქითა წელს უნდა მოხდეს. საუბარია პუშკინის ქუჩაზე, სადაც მოძრაობა ორმხრივი უნდა გახდეს," - აცხადებს ელისაშვილი.