20 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია

ორი ადამიანი დაშავდა მძიმედ ჭიათურაში, პერევისის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. როგორც კომპანია ჯორჯიან მანგანეზში განმარტავენ, შემთხვევა ტექნიკური სამუშაოების შესრულების დროს მოხდა.

ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევაა ამ მაღაროში ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რის გამოც კომპანიასთან პრეტენზიები აქვს გაერთიანებულ პროფკავშირებს. მათი თქმით, სათანადოდ არ არის დაცული უსფრთხოების ნორმები.

რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი თბილისში გადმოიყვანეს. ექიმის თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება. ორივეს სხეულის დამწვრობა აღენიშნება და დაზიანებული აქვთ მხედველობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორამციით, ინციდენტზე უკვე დაწყებულია გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.

დღის ამბები