ISIS-ის სახელით გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვას ,,კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის’’ თავმჯდომარე გამოეხმაურა. ზაალ კასრელიშვილი არ გამორციხავს, რომ პირები, რომლებიც ვიდეომიმართვაში ფიგურირებენ, საველე მეთაურებისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ.
ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხის პრევენციისთვის 3 რეგიონში - პანკისში, ქვემო ქართლსა და აჭარაში უსაფრთხოების ზომები უნდა გაიზარდოს.