თავდაცვის სამინისტროში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. მას თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ექსპერტები ესწრებოდნენ.
თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობა განსაკუთრებით აქტუალურია რადიკალური ისლამის გამოწვევების, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით.
სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორის მამუკა არეშიძის თქმით, სამინისტროს რისკების ლიკვიდაციის საქმეში, მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს.
„ეს არ ნიშნავს ომს, ეს ნიშნავს ისეთი მექანიზმების ამუშავებას, რომელიც არ მისცემს საშუალებას ალაფიტებს, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი გადაიბირონ,“ - განაცხადა მამუკა არეშიძემ.