20 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
ჯანელიძის უწყება აცხადებს, რომ საქართველოში ტერორიზმის მაღალი საფრთხე არ არსებობს

მთავრობამ ერთი კვირის წინ საფრთხეების შეფასების დოკუმენტი მიიღო, რომლის მიხედვითაც საქართველოში ტერორიზმის მაღალი საფრთხე არ არსებობს. ამგვარ დასკვნამდე უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო ქართული სპეცსამსახურების მოპოვებული ინფორმაციების გაანალიზების საფუძველზე მივიდა. მთავრობის საიდუმლო დოკუმენტის საჯარო ნაწილი წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

ერთ-ერთი უწყება, რომლის ინფორმაციასაც უსაფრთხიოების საბჭოს ანალიზი ეყრდნობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია.

მის შემადგენლობაში შედის კონტრტერორისტული ცენტრიც. სწორედ მათი მთავარი ფუნქციაა მოსალოდნელ საფრთხეებზე ინფორმაციების შეგროვება და პრევენცია.

რას აკეთებს ამ მიმართულებით გომელაურის უწყება უცნობია, მათ დღეს კომენტარი არ გააკეთეს.

ბათუ ქუთელია ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობდა. მას მიაჩნია, რომ საფრთხე მეტ-ნაკლებად ყოველთვის არსებობდა, თუმცა მასთან საბრძოლველად კონკრეტული კომპლექსური ღონისძიებები იგეგმებოდა. 

ტერორიზმის საფრთხეზე საუბრობენ არასამთავრობო სექტორში. მათ მიაჩნიათ, რომ მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება იმ რეგიონებს უნდა მიაქციოს, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები