თბილისის მერიას გაწმენდითი სამუშაოები წყნეთი-ბეთანიისა და წყნეთი-ახალდაბის მონაკვეთზე ამ დრომდე არ დაუწყია.
დღეს დავით ნარმანიამ შესაბამის უწყებებთან ერთად ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები კიდევ ერთხელ დაანონსა, რომელიც, სავარაუდოდ, უახლოვეს მომავალში დაიწყება.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან იმ ამერიკელ სპეციალისტებთან, რომლებიც მეწყერის ტერიტორიაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ უცხოელი სპეციალისტები დეკემბერში კვლავ ჩამოვლენ საქართველოში და კვლევის მეორე ეტაპი დაიწყება, რომელიც პროექტირებას გულისხმობს. ამის შემდეგ კი გაზაფხულზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას და ტენდერის გამოცხადებას ელოდებიან.
მერიამ დახმარებისთვის სამოქალაქო მოძრაობის წევრებსაც მიმართა.