ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.
ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც დაშავებული მკურნალობს, განმარტავენ, რომ ზუსტი პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ ემუქრება თუ არა დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე, ამ ეტაპზე შეუძლებელია.
დაშავებული ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას ბაროტრამვა და სასუნთქი გზების ტრამვა აქვს, ასევე სახეზე, წინა მხრებზე და მტევნებზე მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ყიფშიძის ქუჩაზე გუშინ ღამე მას შემდეგ მოხდა, რაც სახლში დაბრუნებულმა ოჯახის წევრმა სიგარეტს მოუკიდა, რამაც ბინაში დაგროვებული აირის აფეთქება გამოიწვია.