07 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
გერმანიაში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს

გერმანიის ქალაქ პოცდამში ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგში დგას გაყინული კონფლიქტების მოგვარების საკითხი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და მიგრანტების კრიზისი.

მინისტრები ყურადღებას უკრაინის კრიზისზეც გაამახვილებენ და ევროპის უსაფრთხოებაზეც იმსჯელებენ.

ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გერმანიის პირველი დიპლომატის ვალტერ შტაინმაიერის ინიციატივით ტარდება.

კვირის ბოლოს კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ბრატისლავაში გამართავენ.

დღის ამბები