07 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ვენეცია რიგით 73-ე კინოფესტივალს მასპინძლობს

ვენეცია რიგით 73-ე კინოფესტივალს მასპინძლობს. გახსნის ცერემონია კინოს სასახლეში გაიმართა და მსახიობებმა ტრადიციულად, შენობის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე გაიარეს.

კინოფესტივალი დემიენ შაზელის ახალი ფილმის La La Land-ის  ჩვენებით გაიხსნა. ამ სურათში მთავარ როლებს ემა სტოუნი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.

ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი პრიზის - ოქროს ლომის მოსაპოვებლად 20 ფილმი იბრძოლებს.

ჟიური გამარჯვებულს 10 სექტემბერს დაასახელებს.

დღის ამბები