07 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
ძლიერი აფეთქება მოხდა თურქეთის ქალაქ ვანში

ძლიერი აფეთქება მოხდა თურქეთის ქალაქ ვანში. თავდასხმის სამიზნე სამთავრობო დაწესებულებები იყო.

დანაღმული ავტომობილი ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობიდან 200 მეტრის დაშორებით აფეთქდა, აქვე მდებარეობს მმართველი პარტიის ოფისი და პოლიციის განყოფილებაც.

ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაშავდა, ორი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გამოძიება მომხდარში ქურთ მებრძოლებს ადანაშაულებს.

დღის ამბები