07 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
რომში "ესპანური კიბე" ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნა

რომის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა - ესპანური კიბე ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიბეს ქიმიური წმენდა და სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რომელიც იტალურმა ბრენდმა ბალგარიმ დააფინანსა.

საფეხურების განახლება მილიონ ნახევარი ევრო დაჯდა. რომის მერის ბრძანებით, ქალაქის ღირსშესანიშნაობასთან მუდმივად იქნებიან პოლიციელები მობილიზებული და ტურისტებს გააკონტროლებენ.

ესპანური კიბე დამთვალიერებლისთვის საზეიმოდ გაიხსნა და მათ პატივსაცემად კონცერტიც ჩატარდა.

დღის ამბები