19 მაისი 2024,   22:37
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიცია ევროპის საბჭოსთან და ვენეციის კომისიასთან შეხვედრებს გეგმავს

მომავალი კვირიდან საკონსტიტუციო კომისიის ბოიკოტის რეჟიმზე გადასვლას გეგმავს 15 ოპოზიციური პარტია. ამის საფუძველი, როგორც აცხადებენ, შენიშვნების გაუთვალისიწინებლობაა.

არასაპარლამენტო ოპოზიციის შეფასებით, მმართველი გუნდი ერთპარტიულად აპირებს გადაწვყეტილების მიღებას, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე, საარჩევნო მოდელსა და ბლოკების გაუქმებაზე.

"ვაპირებთ ინტენსიურ შეხვედრებს ევროპის საბჭოსთან, ვენეციის კომისიასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩავაყენოთ საქმის კურსში თუ როგორი მეთოდებით ღებულობს ქართული ოცნება იმ კონსტიტუციას, რომელსაც ღებულობს, თუ როგორ აპირებს ჩამოაყალიბოს ტოტალიტარული რეჟიმი საქართველოში," - აცხადებს საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე პაატა დავითაია. 

ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ბოიკოტის ფონზე კომისიის საქმიანობა ლეგიტიმაციას დაკარგავს.

დღის ამბები