18 ნოემბერი 2024,   21:21
ვრცლად
ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება

გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს დღეს გამართულ შეხვედრაზე თბილისში. 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, კვლავ მწვავე გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა.

გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის ასევე დაგეგმილია გენდერული თანასწორობის, ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნა.

„პარლამენტი საბოლოოდ უყრის კენჭს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ამ კონვენციის ძალაში შესასვლელად არის საჭირო. ამ წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება კიდევ ბევრი სხვა ინიციატივა პარლამენტში, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ოჯახში ძალადობასთან ბრძოლას, ასევე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაძლიერებას,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები