BBC-ის ყოფილი ჟურნალისტი ნეიჯელ ქეი, რომელიც საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი სპეციალისტია მსოფლიოში, საქართველოში 3 დღიან სწავლებას ატარებს. ნეიჯელ ქეი ჟურნალისტებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს და მთავრობის წარმომადგენლებს კრიზისული სიტუაციების დროს, მედიისა და ხელისუფლების თანამშრომლობის ასპექტებს შეასწავლის.
სწავლების მიზანი რისკების შემცირების, მზადყოფნისა და რეაგირების ფაზებში მედიის განსაკუთრებული როლის გამოყოფაა.
“ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც ხალხს გააჩნია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს, არის კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება, იმის შესახებ თუ როგორ დარჩნენ უვნებლად და უსაფრთხოდ. მე მივესალმები ამ შესაძლებლობას, რომ ვარ აქ, მაქვს საშუალება გავუზიარო ჩემი გამოცდილება ამ განსაკუთრებულ აუდიტორიას,“ - განაცხადა მედიატრენერმა ნეიჯელ ქეიმ.