ოთხი ახალბედა ქალი ფერმერი, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს მცირე ზომის სასოფლო-სამეურნეო წარმოება. ფერმერებმა საკუთარი ხელით, ოჯახის წევრების და ახლობლების დახმარებით წამოიწყეს პატარა ბიზნესი და ზოგიერთმა უკვე შეძლო დაფინანსების მოპოვებაც.
ფერმერები ცდილობენ, მათი პროდუქცია, მაქსიმალურად, ეკოლოგიურად სუფთა და ქიმიკატებისგან თავისუფალი იყოს.
ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივ პირობებში მოყვანილი და ტყეში ველურად გაზრდილი მცენარეების ნაყენი ქართული ბრენდის ქვეშ ფერმერმა ნატალია ფარცხალაძემ ერთი წელია, ბიზნესად აქცია. ის კასპის რაიონის სოფელ ლავრისხევში შვილებთან და მეგობრებთან ერთად ჩაის საწარმოს ამუშავებს.
ირინე ოდიშარია დუშეთის რაიონის სოფელ ბულაჩაურში დილაობით თბილისიდან სამსახურამდე ჩადის. ერთი წლის წინ მეგობრებთან ერთად პომიდვრის სათბური აგარაკზე საკუთარი ხელით გააშენა.
ირინეს და ნატალიას მსგავსად, ანი ნადარეიშვილსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მუშაობა ურჩევია. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში სიმინდი და იონჯა უკვე დათესა.
30 წლის მანანა ბოლქვაძე კი მეფუტკრეა. ის ზემო აჭარაში, სოფლის წინააღმდეგობების და ბევრი საქმის მიუხედავად, ხშირად ღამეების თევის ფასად, თავის საქმეს მაინც გულმოდგინედ აკეთებს.
ავტორი: თაკო მესხი