აქციას მართავენ არასამთავრობოები ისუტიციის უმაღლეს საბჭოსთან. ისინი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას აპროტესტებენ. დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე 3 წლის ვადით თანამდებობაზე გამწესებული, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის საქმიანობაზე უნდა იმსჯელონ.
არ არის გამორიცხული, საქმე უშუალოდ საბჭოს მდივანს, ლევან მურუსიძეს ეხებოდეს და სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, მისი უვადოდ დანიშვნის საკითხზე იმსჯელონ.
არასამთავრობოების შეფასებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ დანიშნოს მოსამართლედ.