18 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
სკანდალური განცხადება - დეკანოზ მამალაძის ადვოკატები პროკურატურის მხრიდან არაოფიციალურ შეთავაზებაზე საუბრობენ

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა დღეს კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთეს. დეკანოზის უფლებების დამცველები იმ შეთავაზების დეტალებზე საუბრობენ, რომელიც საგამოძიებო უწყებიდან მიიღეს.

მამა გიორგი ამალაძის ადვოკატი აცხადებს, რომ პროკურატურა სასულიერო პირს დანაშაულის აღიარებას და თანამზრახველად პატრიარქის ყოფილი დაცვის უფროსის, სოსო ოხანაშვილის და მეუფე დიმიტრის დასახელებას სთხოვდა. ადვოკატების ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალმდებლებმა შეთავაზება არაოფიციალურად გააკეთეს და თანხმობის სანაცვლოდ დეკანოზ გიორგი მამალაძეს განრიდებას ან საპროცესო შეთანხმებას დაჰპირდნენ. 

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დეკანოზის დაკავების დღიდან აცხადებს, რომ საქმეში მრავალი დარღვევა არსებობს. 

საქმეს ნაწილობრივ იცნობს პატრიარქის მდივან-რეფერენტის მეგობარი ნანა კაკაბაძეც. კაკაბაძე აცხადებს, რომ არა მდივან-რეფერენტის, არამედ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა.

საქმის მასალების მიხედვით, დეკანოზს ანგარებით პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მომზადებას ედავებიან. დანაშაული 20-მდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე არსებითი განხილვა 19 მაისს იწყება.

დღის ამბები