ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციას აძლევს. ორგანიზაციის რეკომენდაციაში ასახულია, რომ სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში გამოუქვეყნებელი შემთხვევები უნდა შემცირდეს.
ორგანიზაცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესახებ კონფერენციას მართავს. ქვეყნების გამოცდილების შესადარებლად ახალი ორენოვანი ვებგვერდიც ამუშავდა.
ანგარიშის ავტორების შეფასებით, საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სისტემა გამართულია, თუმცა გარკვეული ხარვეზები არსებობს. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეიტინგში ქვეყანა მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს კი უკრაინა იკავებს.