18 ნოემბერი 2024,   21:18
ვრცლად
პრეზიდენტის შვილის მეგობრის სასამართლო - კაჭარავა კონკრეტულ გვარებს ასახელებს, ვინც მას ემუქრებოდა

ამ წუთებში პრეზიდენტის შვილის მეგობრის, თორნიკე კაჭარავას, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. თორნიკე კაჭარავამ სასამართლოზე აღნიშნა, რომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ თუ ქვეყანას არ დატოვებდა, დაიჭერდნენ.

მოსამართლის, ელენე გოგუაძის კითხვაზე, თუ რატომ ემუქრებოდა სამართალდამცავი, კაჭარავამ უპასუხა, რომ ეს მუქარები პრეზიდენტის მხრიდან მისი და მისი მეგობრების დაცვის გამო ხდებოდა და რომ „სახელმწიფოსთან ომი" არ გაუვიდოდათ.

სასამართლო პროცესზე თორნიკე კაჭარავამ განაცხადა, რომ ის არ გაცნობია დაკავებისას შედგენილ ოქმს და გუშინდლამდე ვარაუდობდა, რომ პოლიციამ მას იარაღიც ჩაუდო.

მოსამართლე, ელენე გოგუაძემ, პროკურატურას თორნიკე კაჭარავას დაკავების დროს განხორციელებული სავარაუდო ძალადობისა და მუქარით დაინტერესებისკენ მოუწოდა. კაჭარავა კონკრეტულ გვარს ასახელებს, დავით კიკნაძეს, რომელიც დაკავების დროს ემუქრებოდა.

პროკურორის განცხადებით, თორნიკე კაჭარავამ გამოძიებისთვის დაუდგენელ დროსა და სივრცეში შეიძინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი.

გამოძიება 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენას გულისხმობს და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

პრეზიდენტის შვილის მეგობარი, თორნიკე კაჭარავა 15 მაისს დააკავეს.

დღის ამბები