18 ნოემბერი 2024,   21:25
ვრცლად
დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება

დედაქალაქი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადება. დამოუკიდებლობის დღე წელს პირველად აღინიშნება თემატურად, საზეიმო ღონისძიებების თემა კი, შოთა რუსთაველია, რომლის 850 წლის იუბილე წელს აღინიშნება.

ხვალინდელი დღისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია დედაქალაქის მთავარ გამზირზე. რუსთაველის გამზირი თავისუფლების მოედნამდე გადაკეტილია.

მთავარ გამზირზე სხვადასხვა უწყებებს თემატური სივრცეები აქვთ მოწყობილი. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მზადდება მიჯნურობის ხეივანი, სადაც შეყვარებულ წყვილებს ხელის მოწერის შესაძლებლობა ექნებათ.

თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, ხვალ წვევამდელები საზეიმო ფიცს დადებენ.

საზეიმო ღონისძიებები ხვალ დილის 11:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათზე, ვარდების მოედანზე გალა კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები