18 ნოემბერი 2024,   21:20
ვრცლად
"ალბათ გაგვიჭირდებოდა გამარჯვება" - ზაქარია ქუცნაშვილი პარტიების ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობს

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დღეს სტეფანწმინდაში და მესტიაში პარალელურად გაიმართა. სტეფანწმინდაში განხილვას უმრავლესობასთან ერთად უმცირესობაც ესწრებოდა.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი პოლიტიკური პარტიების ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვა იყო. კონსტიტუციის შემოთავაზებული ვერსიით პარტიებს ბლოკებად გაერთიანება ეკრძალებათ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მათ ბლოკების გარეშე გამარჯვება გაუჭირდებოდათ.

“ალბათ გაგვიჭირდებოდა გამარჯვება ან იქნებოდა შედარებით დაბალი მონაცემები, თუმცა არსებობს მეორე აზრიც, რომ ბლოკში შემავალმა ზოგიერთმა პარტიამ პლუსები მოგვიტანა თუ მინუსები საკითხავია“ - განაცხადა ქუცნაშვილმა.    

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრის ირმა ინაშვილის თქმით, ბლოკები ამ ქვეყანაში ძირითადად იმიტომ იქმნება, რომ პარტიებს უჭირთ სახელისუფლებო წნეხის ატანა.

დღის ამბები