„შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია,“- ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. ირაკლი შოთაძემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე არ ისაუბრა.
"მე ვერ გეტყვით, როგორ დატოვა მან ქვეყანა, შემიძლია გითხრათ, რომ შსს-ში გამოძიება დაწყებულია. მიმდინარეობს და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩემთვის არანაირი კონსულტაციის და მოლაპარაკების შესახებ ცნობილი არ არის,“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან გუშინ გაუჩინარდა. დღის ბოლოს კი გაირკვა, რომ ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და სამართალდამცველებს ჰყავთ დაკავებული.