18 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
ველით მეტ ინფორმაციას მთავრობის მხრიდან - იან კელი აფგან მუხთარლის საქმეზე

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, იან კელი გაუჩინარებული და შემდგომ ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს აფასებს. ის აცხადებს, რომ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

„სერიოზული ბრალდებებია. ძალიან შეშფოთებული ვარ ამ ბრალდებების გამო და ვფიქრობ, ყველა ქართველი ასეა. ამიტომ, ყურადღებით ვაკვირდებით ამ საქმეს და ველით მეტ ინფორმაციას მთავრობის მხრიდან. გვესმის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გარემოებებს სწავლობს, მაგრამ ბრალდებები შემაშფოთებელია. ასე რომ, გვჭირდება მეტი ინფორმაციის მიღება. მეტს ვერაფერს გეტყვით,” - განაცხადა იან კელიმ.

დღის ამბები