18 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქცია ბათუმში - საზოგადოება ხელისუფლებას პასუხს თხოვს

საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციები დილიდან იმართება. ჟურნალისტის გატაცებას ბათუმში აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ აფგან მუხთარლის საქართველოში გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ჰქონდა.

„ეს არის როგორც შიდა, ისე საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოს ღირსების გათელვა და საკუთარი მოქალაქეების ღირსების გათელვა, იმიტომ რომ ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ქვეყნისა, რომელმაც ვერ დაიცვა შემოხიზნული დისიდენტი, გვრცხვენია, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე მოიქცა,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების კოორდინატორმა, მალხაზ ჭკადუამ.

მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოებასთან ერთად, აფგან მუხთარლის სოლიდარობას უცხადებენ და საქმის გამოძიებას ითხოვენ, რათა დადგინდეს, თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოში გაუჩინარებული ჟურნალისტი დაკავებული ბაქოში.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ბაქოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები