18 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
არ მივცემთ საშუალებას საქართველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ მიჩქმალონ მუხთარლის საქმე - ზურაბ ჯაფარიძე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარების ფაქტს ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი ეხმაურება. ცენტრის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე მომხდარს ქვეყნის სირცხვილად აფასებს და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

გირჩი ყველას, ვინც საკუთარი ქვეყნიდან დევნის გამო საქართველოს აფარებს თავს, პოლიტიკურ თავშესაფარს სთავაზობს და ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურად კურთხევის ინიციატივით გამოდის.

„ვინც საქართველოს აფარებს თავს საკუთარ ქვეყანაში მეტი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამო, ვთავაზობთ მათ, რომ გახდნენ გირჩის წევრები, რითიც შეიძენენ დამატებით იმუნიტეტს. ჩვენ შევაგროვებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა ამ ადამიანის დაკავება და შემდეგ გადაცემა ან გადაყვანა საქართველოს საზღვარზე. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის სახელმწიფო სტრუქტურებს, რომ მიჩქმალონ ეს საქმე და ჩვენ მიერ შეგროვებულ ინფორმაციას გავხდით საჯაროს, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები