ბრიუსელი ფრანგული კომიქსების გამოფენას მასპინძლობს. ამასთან დაკავშირებით ქალაქის სიმბოლო, პატარა ბიჭის ქანდაკება - Manneken Pis, ფრანგული კომიქსების გმირის -ასტერიქსის კოსტუმში გამოაწყვეს.
მეორე გმირის ფორმაში ჩაცმულმა მოზეიმეებმა კი ბრიუსელის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს.
გამოფენა, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებისვისაა გათვლილი, 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.