ჩემი ცოლის დაქალების მსახიობებმა იაშვილისა და ციციშვილის ბავშვთა კლინიკების პაციენტებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს. 500-მდე ბავშვს პირველი ივნისის აღსანიშნავად, სხვადასხვა სახის საჩუქრები და მხატვრული ლიტერატურა გადაეცა.
პაციენტების განწყობაზე, მსახიობებთან ერთად, ზღაპრის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი ანიმატორები ზრუნავდნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა იაშვილისა და ციციშვილის კლინიკებში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.