18 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
გაბრიელ-ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა

ახალგაზრდა ხელოვანის, გაბრიელ-ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში გაიმართა.

151-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ლექსები და მოთხრობები წაიკითხეს. მოეწყო ახალგაზრდა ხელოვანის ნახატების გამოფენაც.

„ბეგი თავისუფლების მოყვარე ადამიანი, იმ ღირებულებების მატარებელი იყო, რასაც თვითონ ქადაგებდა თავის ნაწარმოებებში და სწორედ ამ ღირებულებების დეფიციტის მსხვერპლი გახდა ჩემი შვილი. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ ეს ახალგაზრდები ბეგის შემოქმედებით სულდგმულობენ,“ - განაცხადა გაბრიელ-ბეგი მამალაძის დედამ, მარიკა ზედელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები