საქართველოს ლეიბორისტული პარტია ევროსაბჭოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფთან მუხთარლის, საქმეზე საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოს შექმნას სთავაზობს, რომელიც საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შორის კავშირებს გამოიძიებს.
„ქართული უსაფრთხოების სამსახურებმა, ნაცვლად იმისა, რომ სპეციალური ღონისძიებებით გიგა ოთხოზორიას მკვლელი ჩამოეყვანათ და გადაეცათ ქართული მართლმსაჯულებისათვის, ივანიშვილის დავალებით, რომელსაც ალიევების ოჯახთან აკავშირებს სანავთობო, სატრანზიტო, ენერგეტიკული კორუფციული ინტერესები, დაიჭირეს, ყაჩაღურად გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს ჟურნალისტი საწამებლად,“ - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ.
მისი განმარტებით, აზერბაიჯანთან კავშირებს, ბიძინა ივანიშილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კურირებს.