18 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე - გიორგი აბაშიშვილი აფგან მუხთარლის საქმეს აფასებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეხმაურებიან. ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეს ფაქტი ქვეყნისთვის მნიშნელოვანი დარტყმაა და მსგავსი ტიპის კითხვები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რეგიონში ლიდერ ქვეყანაში არ უნდა ჩნდებოდეს.

„უმძიმესი ფაქტია, როდესაც ხდება ადამიანის გაქრობა ქვეყნიდან. ამ შემთხვევაში, საზღვრის ტიპს აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა და დარტყმა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტზე და ბუნებრივია, ქვეყანას, რომელსაც აქვს ამბიცია და რეალურად, არის კიდეც, ადამიანის უფლებების და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მიმართულებით რეგიონში ლიდერი ქვეყანა, არ უნდა ჩნდებოდეს ასეთი ტიპის კითხვები, უსწრაფესად უნდა გაეცეს ამ კითხვებს პასუხი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები