აზერბაიჯანის მოქალაქისა და ჟურნალისტის აფგან მუხთარლის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები გამოეხმაურნენ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, რომ გიორგი მღებრიშვილს სურდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საზღვარზე შესაძლო გადაპარვა წარმოეჩინა ისე, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
ექსპერტები მოუწოდებენ შს სამინისტროს, გაამკაცროს საზღვარზე კონტროლი, რადგან მათი თქმით, შესაძლოა მსგავსმა ფაქტებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.
„შინაგან საქმეთა მინისტრმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ალბათობა საერთოდ მინიმუმამდე შემცირდეს და საერთოდ თეორიულად იყოს მხოლოდ შესაძლებელი. თუ ჩვენ ამას ნორმად მივიღებთ და დავუშვებთ ალბათობას საკმაოდ დიდი რისკებია, იმიტომ, რომ თუ შეიძლება ადამიანმა ერთი მხრიდან გადაკვეთოს საზღვარი, შესაძლებელია მეორე მხრიდანაც შემოვიდეს,“ - განაცხადა ზურაბ აგლაძემ.