18 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
"კონსტიტუციის პროექტი მიღებული იქნა ნულოვანი კონსენსუსით" - გიორგი აბაშიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და საპარლამენტო მდივანს შეხვდნენ. მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და მმართველი გუნდის მიერ მომზადებული პროექტი იყო. ცვლილებებს სამოქალაქო სექტორში და პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მკაცრად აკრიტიკებენ.

”ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ ისე დაასრულა მუშაობა, რომ  კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ვერანაირი კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული, პრაქტიკულად კონსტიტუციის პროექტი მიღებული იქნა ნულოვანი კონსენსუსით. შესაბამისად ცხადია, რომ ეს არის ურთულესი პროცესი დემოკრატიული ჩართულობის მიმართულებით. საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ემხრობოდა პროცესის გახსნილობას,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრების მიზანია, კონსენსუსით რესურსის ძიება იმისთვის, რათა არ მოხდეს კონსტიტუციის პროექტი ნულოვანი კონსესუსით მიღება ანუ ერთი პარტიის მიერ.

დღის ამბები