18 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო თანამშრომლობდა - აფგან მუხთარლის მეუღლე

სულელური არგუმენტებია თქვენი მინისტრის მხრიდან - ამ განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე, საქართველოს შს მინისტრის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ლეილა მუსტაფაევა ამბობს, რომ განცხადებები თითქოს, მუხთარლი საზღვრიდან გაპარვას ცდილობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

მუსტაფაევა დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლის თბილისიდან გატაცების საქმეში ქართული მხარე იყო ჩართული.

„ამას ვერ გააკეთებდა, როგორ შეიძლება ჟურნალისტი ასე გაიპაროს საზღვრიდან. სულელური არგუმენტებია თქვენი მინისტრის მხრიდან. მათ სურთ, ამ სიტუაციიდან თავი დაიძვრინონ. ცდილობენ ილუზია შექმნან, რომ საქართველო არ მონაწილეობდა. სხვაგვარად რომ აეხსნა მინისტრს, დავიჯერებდი, რომ საქართველო ნამდვილად არ იყო ჩართული. ახლა კი ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო თანამშრომლობდა,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

აფგან მუხთარლის მეუღლე, ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან იმყოფებოდნენ. მათ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქართველმა სპეცსამსახურებმა მოიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს  გადასცეს.

საგამოძიებო უწყებებს მომხდარის დროული გამოძიებისკენ მოუწოდებდა დღეს სუს-თან მიმდინარე აქციაზე მყოფი, აფგან მუხთარლის ადვოკატიც.

„იქნება კიდეც ეს პრეტენზია ხელისუფლების მიმართ, გამოძიების მიმართ, ზოგადად საქართველოს მიმართ, რომ მათი ან უნიათობით ან კოლაბორაციონიზმით მოხდა ეს უტიფარი დანაშაული თბილისის შუაგულში. ახლა არ არის იმის დრო, რომ კეთილი სურვილები და კეთილი აზრები მოვისმინოთ. ახლა არის იმის დრო, რომ კონკრეტული მტკიცებულებები ვნახოთ, რომელიც ამ დასმულ კითხვებს გასცემს პასუხს,“ - აცხადებს აფგან მუხთარლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები