ბავშვები ბავშვებისთვის - ამ სახელწოდებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებული პატარებისთვის საქველმოქმედო აქცია მოეწყო.
ერთ-ერთი კლინიკის თანამშრომლების შვილებმა საქველმოქმედო ფონდების შვილობილებს საჩუქრები გადასცეს. გაიმართა ფონდის ბავშვების ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა- გაყიდვაც.