ქართულმა აკრედიტაციამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ევროპული აკრედიტაციის გენერალურ ასამბლეაზე საქართველოში გაცემული სერთიფიკატების შედეგების აღიარების შეთანხმებას მოეწერა ხელი.
საერთაშორისო აღიარებით ექსპორტიორის უმრავლეს შემთხვევაში საზღვარგარეთ გამოცდებისა და სერთიფიკაციის ჩატარება აღარ დასჭირდება.